ჭიქა ყავა სოცოცხლეს გვიხანგრძლივებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბევრ ადამიანს დღის დაწყება ფინჯანი ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ამ არომატული სასმელის სასარგებლო თვისებებზე ბევრი თქმულა, თუმცა ამჯერად, სპეციალისტებმა კემბრიჯიდან განაცხადეს, რომ ყავა ყოველდღიურად სიცოცხლესაც გვიხანგრძლივებს. ამ გამამხნევებელ სასმელზე ორი ახალი კვლევა ჩატარდა, რომლებმაც აჩვენეს, რომ დღის განმავლობაში, ერთი ფინჯანი ყავის მირთმევაც კი, ნებისმიერი მიზეზით, ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს. კვლევებით დადგინდა, რომ მამაკაცებს, რომლებიც დღეში ორ ჭიქა ყავას სვამდნენ, სიკვდილის რისკი 12%-მდე შეუმცირდათ, ქალებში კი ეს მაჩვენებელი 7% იყო. კემბრიჯელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დღეში ერთი ფინჯანი ყავა მამაკაცებში, სიცოცხლეს, საშუალოდ სამი თვით ახანგრძლივებდა, ქალებში კი - ერთი თვით. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად, ფინჯანი ყავა, ძვირფას სიცოცხლეს 9 წუთით გვიხანგრძლივებს. სწავლულები ყავის დამცავ ეფექტს მასში ანტიოქსიდანტებისა და ფენოლური ნაერთების არსებობით ხსნიან.