ძროხებს ტუალეტში სიარული ასწავლეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელმა სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ ძროხებს შეიძლება სპეციალური ტუალეტით სარგებლობა ასწავლოთ. დუმერსდორფის შინაური ცხოველების ინსტიტუტის სპეციალისტებმა, ცხოველებს მათთვის მოწყობილი საპირფარეშოთი სარგებლობა ასწავლეს. ექსპერიმენტში 16 პირუტყვი მონაწილეობდა. ისინი ტუალეტში რიგ-რიგობით მიჰყავდათ და მოშარდვის შემთხვევაში, საკვებს აძლევდნენ. თუ ძროხები ტუალეტით დამოუკიდებლად სარგებლობდნენ, ისინი საკვებს იღებდნენ, მაგრამ თუ სხვაგან მოშარდავდნენ, მათ 3 წამის განმავლობაში, წყლით წუწავდნენ.

ამგვარი ათდღიანი „სწავლების“ შემდეგ, 16-დან 11 ძროხა - 75% შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიდიოდა საპირფარეშოში. მკვლევარების თქმით, ეს სერიოზული ნაბიჯი იქნება გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში, რადგან ძროხის შარდი გრუნტთან რეაქციაში შედის და სათბურის ეფექტის მქონე აზოტის ქვეჟანგი წარმოიქმნება. ატმოსფეროში მოხვედრილი გაზების 10%-მდე, სწორედ საქონლის ფერმების „დამსახურებაა“. ასეთი ტუალეტების დანერგვით კი, ატმოსფეროში ამიაკის მოხვედრა 56%-ით შემცირდება.