პრინცმა საკუთარი პარფიუმი გამოუშვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა, პარფიუმერულ ბრენდ Penhaligon-თან ერთად, სუნამო გამოუშვა, საკუთარი ბაღის არომატით. პარფიუმი კედარის ხის, გერანის, ლავანდისა და გიაცინტების ნოტებს შეიცავს. სუნამოში იგრძნობა ვერცხლისფერი ცაცხვის თილია Petiolaris-ის არომატიც, რომელიც ჩარლზის მამულში ხარობს. Penhaligon-ი ბრიტანეთის ერთ-ერთი საუკეთესო პარფიუმერული სახლია, რომლის ისტორია 1860 წლიდან იწყება.