მსოფლიოში საუკეთესო რესტორანი დაასახელეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დანიური რესტორანი Geranium, რომელიც „მიშლენის“ სამი ვარსკვლავის მფლობელია, 2022 წელს, მსოფლიოში საუკეთესო რესტორნად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პრეზენტაცია მოსკოვში უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის ლონდონში შედგა. ბრიტანეთის დედაქალაქს 2000-ზე მეტი პროფესიონალი ეწვია - გასტრონომიული მიმომხილველები, ექსპერტები და მსოფლიოს საუკეთესო დაწესებულებების შეფ-მზარეულები. The World’s 50 Best Restaurants უკვე 20 წელია არსებობს და ორიენტირია მილიონობით გურმანისთვის. რეიტინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მზარეულის, კულინარიის მიმომხილველისა და რესტორატორის გამოკითხვების საფუძველზე დგება. რეიტინგში მოხვედრა ნებისმიერ რესტორანს შეუძლია - არ აქვს მნიშვნელობა, სად მდებარეობს და რა ზომისაა ის.