გამოცდაზე ძროხების ცოდნას შეამოწმებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოეთის ხელისუფლებამ ყოველწლიური ფაკულტატიური გამოცდა შემოიღო დისციპლინაში `მეცნიერება ძროხების შესახებ. გამოცდის ჩაბარება მოუწევს ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, ასევე შეუძლია ნებისმიერ მსურველსაც, ვისაც საკუთარი ცოდნის შემოწმება სურს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. საგამოცდო  ტესტი 100 კითხვისგან შედგება. ის ხელმისაწვდომია 12 რეგიონულ ენაზე. გამოქვეყნდა ასევე 54-გვერდიანი მეთოდიკა ტესტის ჩასაბარებლად. თუმცა, მასში ისეთი მტკიცებულებებიც აღმოაჩინეს, რასაც მეცნიერული ახსნა არ მოეძებნება. მაგალითად, ასეთი ცნობებიც არის: `ინდური ჯიშის ძროხების რძე ოქროს ნაწილაკებს შეიცავს~ ან `მიწისძვრები ძროხების დაკვლის გამო ხდება~.