სოფლის ხმაური და სუნი კანონიერად აღიარეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის პარლამენტმა მოიწონა კანონი სოფლების „სენსორული მემკვიდრეობის“ დაცვის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ სიწყნარისა და სიმშვიდის მაძიებელი ადამიანები ვეღარ გააპროტესტებენ მამლის ხმამაღლა ყივილს თუ ბაყაყების ყიყინს. გარდა ამისა, კანონი მემკვიდრეობად აღიარებს ძროხების ეჟვნების ხმას, ნაკელის სუნს, ჭრიჭინების ჭრიჭინს, ტრაქტორების ხმას და სხვა, სოფლისთვის დამახასიატებელ ხმაურსა თუ სუნს. კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე სასამართლო შედგა მეზობლებს შორის. ყველაზე გახმაურებული კი მამალი მორისის საქმე იყო. მეზობლები მამლის „ძალიან ხმამაღლა ყივილზე“ ჩიოდნენ, რის გამოც ადრე ადგომა უწევდათ.  სასამართლომ საქმე მამლის პატრონის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეზობლებს, მისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, ათასი ევროს გადახდა დააკისრა.