ფეხსაცმელს ხელის დაუხმარებლად ჩაიცვამთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილმა ბრენდმა Nike, შექმნა სპორტული ფეხსაცმელი GO FlyEase, რომელსაც არ აქვს თასმები. მისი ჩაცმა და გახდა შესაძლებელია ხელის დახმარების გარეშე. ახალ მოდელს, გარდა თასმებისა, არ აქვს არანაირი შესაკრავი. ამის ნაცვლად, ბრენდმა გამოიყენა დაპატენტებული ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც ფეხსაცმელი ფიქსირდება, როგორც ღია, ასევე, დახურულ მდგომარეობაში. ის თითქოს „იხსნება“ და „იკეცება“, თუმცა თავისი მინიმალიზმის გამო, მისი გამოყენება ძალიან პრაქტიკული და კომფორტულია. ბოტასის ფეხზე მოსარგებლად, მხოლოდ მასში ჩაბიჯებაა საჭირო. ბრენდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფეხსაცმელი ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის, ფეხმძიმეებისთვისაც მოსახერხებელი იქნება, რომელთაც ჩვეულებრივი წესით ფეხზე ჩაცმა უჭირთ ხოლმე. ახალი მოდელი გასაყიდად, სავარაუდოდ, თვის ბოლოდან გამოვა და მისი ღირებულება 120 დოლარი იქნება.