უკმაყოფილო კლიენტმა ყავის ფასის გამო პოლიცია გამოიძახა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში, ყავის ფასით უკმაყოფილო კლიენტმა პოლიცია გამოიძახა. ყავის ბარი Ditta Artigianale 1000 ევროთი დაჯარიმდა მას შემდეგ, რაც ჭიქა ესპრესოს ფასის გამო გაბრაზებულმა მომხმარებელმა სამართალდამცავებთან იჩივლა. უკოფეინო ყავაში, რომელიც მან მიირთვა, 2 ევრო გადაახდევინეს, რაც მისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. კლიენტის თქმით, ყავის ფასი დახლის უკან დაწერილ მენიუში მითითებული არ იყო და ჯარიმაც სწორედ ამის გამო დაეკისრა გემრიელი ყავით განთქმულ ბარს. ბარის მფლობელის თქმით, ყავა მათ მექსიკიდან ჩამოაქვთ და თანამშრომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ მის მომზადებას. ფასიც მითითებული იყო ციფრულ მენიუში.

მხოლოდ იმიტომ დამაჯარიმეს, რომ ვიღაცას 2 ევროს გადახდა დაენანა უკოფეინო ყავაში. წარმოუდგენელია, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.