ლატარეაში რეკორდული თანხა მოიგეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უდიდესი ევროპული ლატარეა EuroMillions-ის გამარჯვებული ბრიტანელი წყვილი გახდა. ამ ტრანსნაციონალურ გათამაშებაში, რომელშიც მონაწილეობა ევროპის 12 ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, გლოსტერშირელი ცოლ-ქმარი - ჯო და ჯეის ტვეიტები ჯეკპოტის მფლობელები  გახდნენ - მათ 184 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი (184 262 899) მოიგეს, რაც დაახლოებით, 228 მილიონი დოლარია. 49 წლის ჯო და 44-ის ჯესი, რომელთაც ორი საერთო შვილი ჰყავთ, მოგებული თანხით ოცნებების ასრულებას გეგმავენ - შვილების მომავლის უზრუნველყოფას, სახლის აშენებას და სამოგზაუროდ წასვლას.