საკეისრო აუტიზმის რისკს ზრდის?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საკეისრო კვეთა ბავშვებში აუტიზმის განვითარების რისკს ზრდის - ასეთ დასკვნების აკეთებენ შვედი სპეციალისტები, კაროლინის ინსტიტუტიდან. მათ კვლევაში, მსოფლიოს 19 ქვეყნიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ქალი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ისინი, რომლებმაც ბუნებრივად იმშობიარეს და ისინიც, რომლებმაც ქირურგების ჩარევით გააჩინეს ბავშვი. აღმოჩნდა, რომ ბავშვებში, რომლებიც ხელოვნური ჩარევით მოევლინენ ქვეყანას, 33%-ით მეტი აუტისტია. გარდა ამისა, მათ შორის, 17%-ით უფრო ხშირად გვხვდება ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა. სწავლულთა მოსაზრებით, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ახალშობილის კონტაქტს დედის მიკროფლორასთან, რაც ბუნებრივი მშობიარობისას ხდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის გამო, შესაძლოა, დაირღვეს პატარას იმუნური სისტემის განვითარება და ნეგატიურად აისახოს ტვინის მუშაობაზე.