ჩაი რეკორდულ ფასად გაიყიდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთკილოგრამიანი მწვანე ჩაი, რომელიც იაპონიის ცენტრალურ ნაწილშია მოყვანილი, აუქციონზე 1 960 000 იენად (15 500 დოლარად) გაიყიდა. ეს აბოლუტური რეკორდია მსგავსი აუქციონების ისტორიაში. ვაჭრობები ყოველწლიურად ტარდება აპრილში, ქალაქ სიძუოკაში, რომლის მახლობლადც არის განთავსებული ამომავალი მზის ქვეყნის ჩაის საუკეთესო პლანტაციები. დეგუსტაციის შემდეგ, სასმელის მცოდნეებმა აღნიშნეს, რომ რეკორდულ ფასად ნაყიდი მწვანე ჩაი უნიკალური ინტენსიური გემოთი და არომატით გამოირჩევა. ზოგადად, იაპონია ცნობილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აუქციონებით, სადაც ფასების არაერთი რეკორდი დაფიქსირებულა.