კვერცხი საუკეთესო საუზმეა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულების მტკიცებით, კარგად რომ დავნაყრდეთ, სჯობს, დილაობით კვერცხისგან მომზადებული კერძი მივირთვათ. ლუიზიანის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, კვერცხი შიმშილის ბუნებრივი „ჩამხშობია“. თუ დილაობით, საუზმედ ომლეტს ან ერბოკვერცხს მიირთმევთ, სადილობისთვის, შიმშილის გრძნობა დიდად არ შეგაწუხებთ. ამ თეზისის დასამტკიცებლად, სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 20 მოხალისე მონაწილეობდა. ერთი კვირის განმავლობაში, ისინი ორ კვერცხს ან ერთ თეფშ ფაფას მიირთმევდნენ. ორივე კერძი ერთი და იმავე რაოდენობის კალორიებს შეიცავდა, პორციის ზომაც ერთნაირი იყო. სადილის წინ, მოხალისეები ამბობდნენ, რამდენად მოშიებულები იყვნენ, შემდეგ შეუზღუდავი რაოდენობით მიირთმევდნენ საკვებს და ბოლოს სისხლის ანალიზსაც იკეთებდნენ. ექსპერიმენტისას გაირკვა, რომ ისინი, რომლებიც დილაობით კვერცხით საუზმობდნენ, სადილად ნაკლებ საჭმელს მიირთმევდნენ. სისხლის ანალიზით დადასტურდა, რომ ჰორმონ PYY-ის დონე, რომელიც დანაყრებაზეა პასუხისმგებელი, კვერცხის მოყვარულებში უფრო მაღალი იყო.