ანანასისგან პლასტმასი მიიღეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანელმა სწავლულებმა ალიკანტეს უნივერსიტეტიდან, ანანასის ნარჩენებისგან, როგორც რბილობიდან, ასევემ ქერქიდან ახალი მასალის მიღება შეძლეს. მათ პლასტმასის მსგავსი მასალა მიიღეს, რომელიც აქტიურ ბუნებრივ ნაერთებს შეიცავს და ანტიოქსდანტური ეფექტი ახასიათებს. ასეთი მასალისგან შექმნილ კონტეინერში პროდუქტების შენახვის ვადა გაიზრდება. ექსპერტები ახლა ცდილობენ, მასალას არომატის გამაძლიერებელი ნაერთებიც დაუმატონ, რომლებსაც ისევ ანანასისგან მიიღებენ. მათი აზრით, პროდუქტების შესანახად ასეთ მასალას ყველა სიამოვნებით გამოიყენებს. სწავლულების წყალობით, ანანასის ნარჩენებსაც, რაც პროდუქტის წონის თითქმის ნახევარია, „ახალი სიცოცხლე“ მიეცემა.