ელექტრო სიგარეტს აკრძალავენ?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მიხედვითაც, ელექტრონული სიგარეტები ერთ-ერთ „ეპიდემიოლოგიურ საფრთხედ“ აღიარა. დოკუმენტის მიხედვით, ელექტროსიგარეტის გაყიდვა უნდა გამკაცრდეს ან საერთოდ შეწყდეს, ვიდრე საბოლოო კვლევა არ დასრულდება. ელექტრონული სიგარეტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა და რეალიზატოებმა 60 დღის ვადაში უნდა დაამტკიცონ, რომ ის უსაფრთხო პროდუქტია, მისი გაყიდვა კი კონტროლდება აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად.  ასეთი ნაბიჯი ამერიკის ჯანდაცვამ და სხვა უწყებებმა იმის გამო გადადგეს, რომ ქვეყანაში, 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, მძიმე დაავადებათა რიცხვი გაიზარდა. ჩინოვნიკები მიიჩნევენ, რომ ელ-სიგარეტი, რომელიც ნაკლებ ნიკოტინს შეიცავს, ვიდრე ტრადიციული თამბაქოს ნაწარმი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოზარდების ორგანიზმს და მძიმე შედეგებით სრულდება.