სმენას იმპლანტის გარეშე აღადგენენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბიოტექნოლოგიური კომპანია Frequency Therapeutics ცდილობს, სმენა აღუდგინოს ადამიანებს, სმენის აპარატებისა თუ იმპლანტების გარეშე. სპეციალისტები ამას რეგენერაციული თერაპიის ახალი სახეობით აპირებენ. კომპანია უჯრედების დაპროგრამებისთვის მცირე მოლეკულებს იყენებს - შიდა ყურის ღეროვანი უჯრედების შთამომავლებს, რომელთაგანაც მომცრო უჯრედები იქმნება - სწორედ ისინი გვაძლევენ მოსმენის საშუალებას. ეს უჯრედები მაღალი ხმების ან წამლების ზემოქმედებით კვდებიან. პრეპარატი, რომელიც კომპანიამ შეიმუშავა, ამ უჯრედების აღსადგენად ყურში შეჰყავთ. კლინიკური ცდებისას, ახალი მეთოდით უკვე შეძლეს პაციენტებისთვის სმენის გაუმჯობესება.