მოხალისეებს ავოკადოს ჭამაში ფულს გადაუხდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეუძლია თუ არა ავოკადოს ადამიანს ჭარბი წონის დაკლებაში დაეხმაროს? - ამის გარკვევა სურთ სწავლულებს, ლინდის უნივერსიტეტიდან. ამჟამად სპეციალისტები მოხალისეებს ეძებენ, რომელთაც ექვსი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, თითო ავოკადოს ჭამა მოუწევთ. მთლიანობაში, 1000 მონაწილეს შეარჩევენ. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, მათ 300-300 დოლარს გადაუხდიან და 24 ავოკადოსაც აჩუქებენ. იმის გამო, რომ ეს პოპულარული ხილი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს, ვიდრე სხვა, საეჭვოა, რომ ის ადამიანს ზედმეტი წონის მოშორებაში დაეხმაროს. თუმცა, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ავოკადოს რეგულარული მოხმარება მაინც შეამცირებს მუცლის არეში ვისცერალური ცხიმების რაოდენობას.