რომის პაპის მოულოდნელი ვიზიტი რუსეთის საელჩოში - რას აპროტესტებს პაპი?!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რომის პაპი ფრანცისკე 25 თებერვალს რუსეთის საელჩოში მივიდა „საკუთარი შეშფოთების გამოსახატად“ ომთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს,– იუწყება AP.

სააგენტო აღნიშნავს, რომ პაპის მხრიდან ეს განსაკუთრებული ჟესტია: ჩვეულებრივ პაპი ელჩებს და სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებს ვატიკანში იღებს. დიპლომატიური პროტოკოლი კი ვატიკანის საგარეო უწყებას ელჩის გამოძახებას ავალდებულებს.

როგორც განიმარტა, პაპისთვის მსგავსი გადაწყვეტილება იყო აღშფოთების გამოხატულება და მზაობა, პირადად ეთხოვა ომის შეწყვეტა.

როგორც ვატიკანის წარმომადგენელმა განმარტა, არ ახსენდებათ წარსულში პაპისგან მსგავსი ინიციატივა.

ვატიკანის წარმომადგენელმა მატეო ბრუნმა ვიზიტი დაადასტურა და განმარტა, რომ მიზანი იყო, პაპს “მკაფიოდ გამოეხატა ომით საკუთარი შეშფოთება“:

„ის იქ ნახევარ საათზე მეტხანს იმყოფებოდა“.