ამერიკელმა მილიარდერმა, სიკვდილისთვის მეცნიერებს ფული გადაუხადა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

34 წლის ამერიკელმა მილიარდერმა, სემ ალტმანმა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტია, 10 ათასი დოლარი გადაიხადა, რომ მეცნიერებმა კომპანია Nectome-დან, მოკლან, მისი ტვინი გააციფრულონ და კომპიუტერში გადაიტანონ. ახალგაზრდა ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ ეს პროცედურა მას სამუდამო სიცოცხლეს მიანიჭებს. ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ცოცხალი ადამიანის ორგანიზმში ბალზამირების ნივთიერება შეჰყავთ, ადამიანი კვდება, მაგრამ მისი ტვინი „პირველყოფილი სახით“ ნარჩუნდება. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მომავალში შეძლებენ, დაბალზამებული კლიენტების აზროვნება გადაქაჩონ საცავში, სადაც ისინი, პრაქტიკულად, სამუდამოდ იცხოვრებენ. ერთადერთი პრობლემა, რომელსაც Nectome-ის კლიენტები აწყდებიან - ეს აბსოლუტურად გარანტირებული სიკვდილია. კომპანია არც მალავს ამ ფაქტს და პროცედურას ასე აანონსებს: „ასი პროცენტით სასიკვდილო“.

ამის მიუხედავად, უკვე გამოჩნდა 25 თავზეხელაღებული, რომელთაც ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა სურთ. მათი უმეტესობა უკურნებელი სენითაა დაავადებული, რასაც ვერ ვიტყვით ალტმანზე - სემი ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ძალიან მდიდარია. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყებს კომპანია კლიენტების „შენახვას“. გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მეცნიერები შეძლებენ პიროვნებისა და მეხსიერების აღდგენას ნეირონული კავშირებით. ამის მიუხედავად, ეს პროცედურა სავსებით ლეგალურია, რადგან აშშ-ს ხუთ შტატში, ევთანაზია დაშვებულია.