ჭამისას პირბადეს აღარ მოიხსნით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთკორეულმა კომპანიამ ახალი ნიღაბი გამოუშვა, რომელსაც ჭამის დროს აღარ მოიხსნით - საკმარისია, მხოლოდ მისი ქვედა ნაწილი მოატრიალოთ და ცხვირზე აიწიოთ, დანაყრების შემდეგ კი, კვლავ ჩამოიწიოთ. პირბადეს Kosk უწოდეს. ამ სიტყვით, კორეაში, იმ ადამიანებს მოიხსენიებენ, რომლებიც ნიღაბს არასწორად ატარებენ - მხოლოდ პირს იფარავენ და ცხვირს ღიად ტოვებენ. ასეთი პირბადის ათცალიანი შეკვრა 8 დოლარი ღირს. ახალი ნიღაბი სამხრეთ კორეაში ომიკრონის შტამის მასობრივად გავრცელების ფონზე გამოჩნდა.