მიირთვით კარაქიანი ყავა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, დასავლეთის ქვეყნებში, ახალი მოდა იკიდებს ფეხს - კარაქიანი ყავა. ახალი სასმელის მოყვარულები ირწმუნებიან, რომ ამ ორი პროდუქტის შერწყმა ზრდის ენერგიას, ხელს უწყობს წონის დაკლებასა და ყურადღების გამახვილებას. აღსანიშნავია, რომ ამერიკასა და ნისლიან ალბიონზე, კარაქიანი ყავა ყავახანების მენიუში უკვე გაჩნდა და თავად ყავის მწარმოებლებმაც დაიწყეს პროდუქციის გამოშვება ასეთივე წარწერით. ცხიმგარეული ყავა ჯანმრთელი ცხოვრების წესის ერთ-ერთმა „გურუმ“, დეივ ასპრეიმ მას შემდეგ დაამკვიდრა, რაც ტიბეტში მოგზაურობისას, ჩაი იქაური იაკის კარაქით გასინჯა. ასპრეის თქმით, ასეთი სასმელი ადამიანს ენერგიას მატებს 6 საათის განმავლობაში, ორგანიზმი კალორიებს მთელი დღის განმავლობაში წვავს, ასევე, ის ზრდის ადამიანის შემეცნებით და ყურადღების გამახვილების უნარს. სასმელს საკმაოდ სპეციფიკური გემო აქვს და ყავაც აშკარად ცხიმიანი გამოდის. ამის გამო, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სასმელი წონის დაკლებას ხელს ვერ შეუწყობს და პირიქით, გაზრდის ორგანიზმში ცხიმოვან მასას, ხოლო სისხლში - ქოლესტერინს. ეს უკანასკნელი კი ცნობილია, რომ გულის დაავადებებსა და ინსულტის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.