ბედნიერება 25-ე ცოლმა მოუტანა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნეპალის მცხოვრებმა, 49 წლის მტვირთავმა, რამანჩანდრა კატუვალმა განაცხადა, რომ 24 წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, როგორც იქნა, ოჯახური ბედნიერება ჰპოვა ახალ ცოლთან ერთად. ნეპალელმა და მისმა მეუღლე, შარადამ ცოტა ხნის წინ ბედნიერი ქორწინების შვიდი წლისთავი აღნიშნეს. მანამდე კი კატუვალის ცხოვრება ვერაფრით აეწყო. პირველად ის 26 წლის ასაკში დაქორწინდა, მაგრამ მალე მისი ცოლი საყვარელთან ერთად გაიქცა. მას შემდეგ წარუმატებელი ახალი კავშირები ერთმანეთს ცვლიდა, ყოფილ ცოლთაგან ზოგი ანალოგიურად მოიქცა, ზოგსაც თვითონ კატუვალი დაშორდა. ასე, 16 წლის განმავლობაში, ნეპალელმა 24 ქალზე დაქორწინება მოასწრო, თუმცა მისივე თქმით, მათგან მხოლოდ 9 ახსოვს კარგად. როცა 24-ე მეუღლემაც მიმატოვა, გადავწყვიტე, საერთოდ აღარასდროს დავქორწინებულიყავიო, ამბობს კატუვალი. მაგრამ როცა 23 წლის შარადას შეხვდა, ცდუნებას ვერ გაუძლო და კიდევ ერთხელ სცადა ოჯახის შექმნა. როგორც ჩანს, ამჯერად გაუმართლა.