ქალმა მრავალჯერადი „ტუალეტის ქაღალდი“ გამოიგონა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა ქალმა კანზას-სიტიდან, საკუთარი მრავალჯერადი „ტუალეტის ქაღალდი“ გამოიგონა, რათა ახალ-ახალ რულონებზე ფული არ დახარჯოს. როგორც The San წერს, ქალმა საკუთარი ოჯახი აიძულა, მისი გამოგონება გამოიყენონ. ისინი ჭრიან ქსოვილს ზოლებად და ქაღალდის ნაცვლად ხმარობენ, რის შემდეგაც ნაჭერს რეცხავენ და შემდეგ ჯერზე იყენებენ. ოჯახი საკმაოდ შეძლებულ, საშუალო ფენას მიეკუთვნება, თუმცა არ აქვთ სურვილი, ტუალეტის ქაღალდზე ხარჯონ ფული.

„უკვე ხუთ წელზე მეტია, მონარჩენი ქსოვილის ნაჭრებს ვიყენებთ. ეს საშუალებას გვაძლევს, თვეში 20 დოლარზე მეტის, ხოლო წელიწადში - 240 დოლარის ეკონომია გავაკეთოთ“, - ამბობს ამ უჩვეულო „გამოგონების“ ავტორი.