ჩანთა და ქალის ხასიათი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიელი მამაკაცები და ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალის ჩანთას ყველაზე დიდი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია მის პატრონზე. მნიშვნელობა აქვს ქალისთვის ამ აუცილებელი აქსესურის ფორმასაც და მის შიგნით მოთავსებულ ნივთებსაც. თავის დროზე, ფსიქოლოგიის „მამა“ - ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ქვეცნობიერად, მშვენიერი სქესი აიგივებს ჩანთას და ეს მისი ასოციაციაა სხეულის ინტიმურ ადგილებთანო. ფროიდი აქ, ალბათ, უკვე აჭარბებდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩანთას ქალისთვის მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.

რა შეიძლება გავიგოთ ჩანთის საშუალებით? მაგალითად, თუ ახლადგაცნობილ ან დიდი ხნის ნაცნობ მამაკაცთან საუბრის დროს, ქალმა მოულოდნელად ჩანთაში ქექვა დაიწყო, ესე იგი, მოსაუბრე მოსწყინდა და ერთი სული აქვს, მოშორდეს მას. თუ მანდილოსანს ეს აქსესუარი საკმაოდ დემონსტრაციულად უკავია, ესე იგი, ის ძალიან თავდაჯერებულია და მიდის შეხვედრაზე, რომლისგანაც სიამოვნებასა და კმაყოფილებას ელის.

თუ ქალი საკუთარ ხელჩანთას ახალგაცნობილი მამაკაცის სიახლოვეს დადებს ან სთხოვს, ცოტა ხნით მაინც დაუკავოს, ესე იგი, ეს მამაკაცი მოსწონს. ხოლო თუ სუსტი სქესის წარმომადგენელი ხშირად იცვლის ჩანთას, ესე იგი, მას პრობლემა აქვს საკუთარ თავთან და საკუთარ „მე“-ს ეწინააღმდეგება. პატარა ზომის ჩანთები მოსწონთ რაციონალურ, ეკონომიურ და ანგარიშიან ქალებს. საშუალო ზომის ხელჩანთას ანიჭებენ უპირატესობას რეალისტი, ჯანსაღი თვითშეფასებისა და სტაბილურობის მოყვარული მანდილოსნები. დიდი ზომის აქსესუარს ისინი ირჩევენ, რომლებიც მიდრეკილები არიან სტრესისკენ, აქვთ დაუცველობის განცდა და სურთ, რაც შეიძლება, მეტად შესამჩნევები იყვნენ სოციუმში. ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ როდესაც ქალი თავისი ცხოვრების სტილს იცვლის, აუცილებლად იცვლის ჩანთის ზომასაც.