რატომ გვცვივა თმა?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს მიზეზი, რის გამოც ადამიანებს, ასაკის მატებასთან ერთად, თავზე თმის რაოდენობა უმცირდებათ. კოსმეტიკური კომპანია „კაო კორპორეიშენის“ სპეციალისტებმა თმის დაბერების გენი გამოყვეს. მისი აქტიურობის ხარისხი უკუდამოკიდებულია განვლილ წლებზე. იაპონელი სწავლულები ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს, ეფექტურად შეებრძოლონ თმის ცვენის პრობლემას. შედეგად, ადამიანი მოხუცებულობამდე, ხშირ და ხარისხიან თმას შეინარჩუნებს. ცნობილია ისიც, რომ ეს გენი სისხლძარღვების წარმოქმნის მექანიზმში მონაწილეობს. აქედან „კაოს“ სპეციალისტები ასკვნიან, რომ სისხლის ცირკულირების სტიმულირებისას, გენი თმის ძირებს ეხმარება იმ ნივთიერებების მიღებაში, რაც აუცილებელია მათი ზრდისა და სიმაგრისთვის.