ჰიპნოტიზიორი სუპერმარკეტებს ძარცვავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის პოლიცია მამაკაცს ეძებს, რომელიც ჰიპნოზის საშუალებით, სუპერმარკეტებისა და ბანკების მოლარეებს თანხას სძალავს. ყველა შემთხვევაში, როცა ამ დაწესებულებათა თანამშრომლები ჰიპნოტიზიორი-ქურდის მსხვერპლად იქცნენ, მომხდარის შესახებ, არც ერთ მათგანს არ ახსოვდა არაფერი, გარდა სიტყვებისა - „თვალებში შემომხედეთ“.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე აშკარად ჩანს, რომ მოლარეები საკუთარი ნებით აძლევდნენ მძარცველს იმდენ თანხას, რამდენსაც ითხოვდა. დანაკარგი კი მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, როცა სალაროში ფული დაითვალეს. პოლიციელთა განცხადებით, რომელთაც ვიდეოჩანაწერები მთელ იტალიაში გაავრცელეს, ვარაუდობენ, რომ დამნაშავე წარმოშობით ინდოეთიდან ან ჩრდილოამერიკიდან უნდა იყოს.