მარტოობის წამალს შექმნიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი სწავლულები ახალი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ, რომელმაც ადამიანის ორგანიზმზე მარტოობის ნეგატიური გავლენა უნდა შეამციროს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სოციალური იზოლაციის გრძნობა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, ის აქვეითებს იმუნიტეტს. გარდა ამისა, ქრონიკული მარტოობა დეპრესიას იწვევს და გულისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების, ასევე კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. გამოკითხვების მიხედვით, ზრდასრული ამერიკელების 22-დან 75%-მდე, გამუდმებით მარტოსულად გრძნობს თავს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მკვლევარები ახალი პრეპარატის შექმნას შეუდგნენ, რომელიც ჰორმონ პრეგნენოლონს ეფუძნება. როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, ამ ჰორმონისგან მიღებული წამალი თავის ტვინის იმ სფეროებს აწყნარებს, რომლებიც გარე საფრთხის აღქმას უკავშირდებიან. ამჟამად, პრეპარატი კლინიკურ ცდებს გადის ჯანმრთელ, მაგრამ მარტოსულ მოხალისეებზე. ექსპერიმენტი მომდევნო წლის ზაფხულში დასრულდება.