უნივერსალური ვაქცინისთვის ანტისხეული აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელმა სწავლულებმა აღმოაჩინეს მონოკლონალური ანტისხეული 35 B5, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გაანეიტრალოს COVID -19-ის შტამები. მკვლევართა თქმით, ის შეიძლება უნივერსალური ვაქცინის საფუძვლად გამოიყენონ. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ეს ანტისხეული ზემოქმედებს ვირუსის იმ უნიკალურ ნაწილზე, რომელიც მუტაციის პროცესში არ იცვლება. ეს თვისება, სწავლულთა აზრით, შესაძლებლობას იძლევა, ანტისხეული სხვადასხვა შტამის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენონ. მონოკლონალური ანტისხეული 35 B5, სპეციალისტებმა ადამიანის სისხლიდან მიიღეს, რომელსაც კორონავირუსის მძიმე ფორმა ჰქონდა გადატანილი. ვარაუდობენ, რომ ის, ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ შტამს - „ომიკრონსაც“ გაანეიტრალებს.