გადაწყვეტილებები ჭამის შემდეგ მიიღეთ!

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გერმანელმა სწავლულებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჭამის შემდეგ უნდა მიიღოს, რადგან სისხლში შაქრის დონის მატება ტვინის უჯრედების მუშაობას აუმჯობესებს. კვლევის პერიოდში მოხალისეები სხვადასხვა ტესტს გადიოდნენ. შედეგად გაირკვა, რომ ის მონაწილეები, რომელთაც ტესტირების წინ, ტკბილი სასმელი მიირთვეს, უფრო სწორი და გაწონასწორებული გადაწყვეტილებები მიიღეს. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ასეთი დამოკიდებულება ენერგიის მატების გამო ვლინდება და დანაყრებულ მდგომარეობაში ადამიანი მზადაა სერიოზული დავალებების შესასრულებლად. სისხლში შაქრის დაბალი დონის შემთხვევაში, ორგანიზმი მოდუნებულია და ამ დროს ადამიანი საქმეზე მეტად, ჭამაზე ფიქრობს.