უკოფეინო ჩაი აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიუხედავად იმისა, რომ ჩაის უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის, ორგანიზმის ანტიოქსიდანტებით შევსება და ქოლესტერინის დონის დაწევა, ის შეიცავს კოფეინსაც, რომელმაც შესაძლოა, შფოთვა, უძილობა და სხვა პრობლემები გამოიწვიოს. თუმცა, ახლა ჩაის მოყვარულებს სხვა ალტერნატივაც გაუჩნდათ - ჩინელმა სწავლულებმა აღმოაჩინეს ველური ჩაის იშვიათი სახეობა, რომელიც არ შეიცავს კოფეინს. ეს შესაძლებელი გახდა გენის მუტაციით, რომელიც კოფეინის გამომუშავებას უწყობს ხელს.

მცენარე, სახელწოდებით - hongyacha, ჩინეთის სამხრეთ მთიანეთში იზრდება. ჩაის ეს სახეობა სამკურნალო კომპონენტებსაც შეიცავს - ის შველის გაციებას, მუცლის ტკივილს და სხვადასხვა დაავადების განვითარებას. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ ჩაის ფოთლებიდან მიღებული სასმელი, მისი უნიკალური შემადგენლობის გამო, საკმაოდ პოპულარული იქნება.