წყლის დაბინძურების პრობლემა გადაიჭრება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად, 20 წლის სტუდენტმა, ბოიან სელტმა შეიმუშავა ტექნოლოგია Ocean Cleanup (ოკეანის გამწმენდი), რომელიც წყალს მარტივად გაასუფთავებს ნაგვისა და პოლიეთილენის ნარჩენებისგან. ამ გამოგონების „მთავარი აგრეგატი“  ლათინური V-ს ფორმის მოტივტივე ბარიერების მწკრივია, რომლებსაც ფსკერზე ამაგრებენ, რათა ბუნებრივი დინებების მიერ მოგროვილი ნაგავი „დაიჭიროს“. ეს ორკილომეტრიანი მოწყობილობა ზღვის ბინადრებს მის ქვეშ ცურვის საშუალებას მისცემს, აგრეგატში კი ნაგავი დარჩება, რომელიც წყალზე მსუბუქია და ზედაპირზე ტივტივებს. Ocean Cleanup-ის ამოქმედება კუნძულ ცუსიმასთან იგეგმება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ მონაკვეთად ითვლება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ზღვებსა და ოკეანეებს, დაახლოებით, 10 წელიწადში გაწმენდენ.