ნაგვისგან ავტომობილი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიდერლანდელმა სტუდენტებმა ედინბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, მცირე ზომის ავტომობილი ლუკა შექმნეს, რომლისთვისაც გადამუშავებული ნაგვისგან მიღებული მასალა გამოიყენეს. ავტომანქანის სერიული წარმოება არ იგეგმება. სტუდენტების თქმით, მათი მიზანია, საზოგადოებას აჩვენონ, რომ გადამუშავებული ნაგავიც ძვირფასი ნედლეულია. ახალ ავტოს ორი ელექტროძრავა აქვს, ის მსუბუქია და საათში 90 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. დამუხტვა 220 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. მანქანა ორადგილიანია, თუმცა მცირე ბარგის გადატანაც შესაძლებელია.