სკანდალური აღიარება - როგორ გეგმავდა კოლომოისკი საქართველოში 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინის შოვნას

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„საქართველოში 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინის მოპოვება მინდოდა,“ - ეს განცხადება ბიზნესმენმა კოლომოისკიმ გააკეთა პრივატბანკის სასამართლო პროცესის ფარგლებში. სარჩელის კი შეტანილია იგორ კოლომოისკის, გენადი ბოგოლიუბოვისა და მათ მიერ კონტროლირებადი კომპანიების წინააღმდეგ. კოლომოისკიმ ასევე გაასაჯაროვა ინფორმაცია საქართველოში თავისი მაინინგ ფერმის შესახებ და თავისი აქტივიც გაამხილა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში - ესაა კრიპტოვალუტის მოპოვების მეურნეობა, რომელშიც ბიზნესმენმა 2017 წლის ზაფხულში 50 მილიონი დოლარი ჩადო. ამის შესახებ ნათქვამია ტაუერის მოსამართლის გადაწყვეტილებაში. კოლომოისკის დეტალური გამოკითხვა საქართველოში არსებული აქტივის შესახებ პრივატბანკის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარდა.

პრივატბანკი დაჟინებით მოითხოვდა ბიზნესმენის ჯვარედინ გამოკითხვას, რადგან მას ეჭვი ეპარებოდა ქართული აქტივის რეალური ღირებულების დამალვაში. 2017 წლიდან, ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკის ყოფილი მფლობელების აქტივები დაპატიმრებულია „მსოფლიო მასშტაბით": კოლომოისკისა და ბოგოლიუბოვს დაევალათ სასამართლოს მიაწოდონ თავიანთ საკუთრებაში არსებული ყველა მსხვილი ქონების სია. რაც გაკეთდა 2018 წლის დასაწყისში.

კოლომოისკისა და მისი ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მან 2017 წლის ივნისში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ქართულ კრიპტოფერმაში, ადგილობრივ ბიზნესმენებთან ალექსეი კუჭუხიძესთან და გიორგი კაპანაძესთან ერთად. მათ წარმოებას შპს ჯორჯიან მანგანეზი და შპს ვარციხე 2005 მართავდნენ.

კუჭუხიძის გეგმის თანახმად, 2021 წლისთვის ფერმას უნდა მოეპოვებინა 50 000 ბიტკოინი, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 1 მილიარდი დოლარია, განმარტა კოლომოისკიმ. ეს გულისხმობდა ბიტკოინის ღირებულების ზრდას 2017 წლის 2500 დოლარიდან 20 000 დოლარამდე 2021 წლის დასაწყისისთვის (კრიპტოვალუტის ამჟამინდელი ღირებულება თითქმის 51 000 დოლარია - ესე იგი ამჟამად მას 2.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი უნდა ჰქონდეს). სინამდვილეში, მაინინგი ჩატარდა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე და 2019 წლის მაისიდან სექტემბრამდე. ამ პერიოდში მიღებულია 3,533 ბიტკოინი.

კოლომოისკის ადვოკატების თქმით, მათი კლიენტი ამჟამად ფლობს არაუმეტეს 1000 ბიტკოინს.

პრივატბანკის (Hogan Lowells ფირმა) ადვოკატებმა ეჭვი შეიტანეს ამ ინფორმაციაში და 2021 წლის იანვრის ბოლოს შეიტანეს თხოვნა ლონდონის სასამართლოში კოლომოისკის დაკითხვის შესახებ. მოსამართლე ტროვერმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.