საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი შემოვიდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი შემოვიდა
 
 "გერმანულმა ავიაკომპანიამ, მაინის ფრანკფურტიდან თბილისში, პირველი რეისი 2 მაისს შეასრულა. პირველი რეისით 140-მა მგზავრმა ისარგებლა.
ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს"-აღნიშნულია  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში