ფინანსთა სამინისტრომ ₾50 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 8 აპრილს 10-წლიანი 30 მლნ ლარის (11.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბონდები განათავსა. ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.010პპ-ით გაიზარდა და 8.363% შეადგინა.

Galt & Taggart-ის თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 8 აპრილს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.298პპ-ით შემცირდა და 7.860% შეადგინა.

შემდგომი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 16 აპრილს, სადაც 7.3-წლიანი 75 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციები გაიყიდება.

2024 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.5 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.