"საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ" - საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეს წინანდალს ვეწვიე. საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია-ამის შესახებ საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი ანე ტოფტ სორენსენი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

“მიყვარს ულამაზესი შემოდგომა საქართველოში. საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეს წინანდალს ვეწვიე. საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია. ორგანულ საკვებ პროდუქტებს დანიის საცალო ვაჭრობის ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი წილი უკავია”,-წერს დანიის სამეფოს ელჩი “ტვიტერში”.