რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა შეხვედრისას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების
საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონალური მოვლენების დინამიკა და
მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს.

“შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ფილიპ რიკერს.
განვიხილეთ რეგიონალური მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.