"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ისტორიული მომენტი" - ჯოზეფ ბორელი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოლარიზაცია, რათა ვაჩვენოთ განსხვავებული მიდგომა, ეს ნორმალურია, ეს დემოკრატიაა, მაგრამ პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან რჩება თუ არა შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური ძალები საქართველოში ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებენ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, განსაკუთრებით დეპოლარიზაციასთან მიმართებით.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, ის ვერ შეაფასებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას, თუმცა მოუწოდებს მხარეებს კეთილსინდისიერად ჩაერთონ ინკლუზიურ პროცესში და ითანამშრომლონ.

„ეს ინკლუზიური პროცესია და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჩაერთოს ამ პროცესში კეთილსინდისიერად და ითანამშრომლოს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მიდგომა, პოლარიზაცია კი როგორც კომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა არ არის ექსკლუზიური მხოლოდ საქართველოსთვის. პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. მაგრამ როგორც ცხოვრებაში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ზედმეტი პოლარიზაცია იწვევს დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის პროგრესს. თუმცა ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოლარიზაცია რათა ვაჩვენოთ განსხვავებული მიდგომა, ეს ნორმალურია ეს დემოკრატიაა, მაგრამ ამ პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას. მე არ ვაპირებ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების შეფასებას მაგრამ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობებს“,- განაცხადა ბორელმა.