"ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს მჭიდრო პარტნიორ და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს! ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად“,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.