ტყუილია ის ცნობები, თითქოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მასობრივად ჩამოდიან და ლტოლვილებად ბარდებიან - მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მამუკა მდინარაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლის საკითხს გამოეხმაურა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტყუილია ის ცნობებით, თითქოს რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მასობრივად ჩამოდიან და ლტოლვილებად ბარდებიან.

„ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ იანვარსა და თებერვალში საქართველოში ვიზიტით მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 30 ათასის ფარგლებში იყო. იმ პერიოდში, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და იქ ღია ომი გააჩაღა, 15 ათასამდე რუსეთის მოქალაქე არის შემოსული საქართველოში. ანუ, ვხედავთ, რომ რაიმე რადიკალური გადახრა ამ ციფრებში არ არის. ამ დროს, „ნაცმოძრაობის“ მიერ დაწყებული კამპანიის მიხედვით, Facebook-ზე ვხვდებით ტრენდს, რომ საქართველოში შემოვიდა 150 ათასი, ზოგ შემთხვევაში ნახევარ მილიონზეც წავიდნენ, რაც აბსოლუტური ტყუილია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გიპასუხოთ, რომ 24 თებერვლიდან დღემდე დაახლოებით 15 ათას ადამიანზე საუბარზე. იანვარში, როდესაც მსგავსი არაფერი ხდებოდა დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ისედაც მოგზაურობდა საქართველოში. აღმოჩნდა, რომ მთელი ნარატივი, რაზეც ეს კომპანია დააარსეს არის ტყუილი“, - განაცხადა მდინარაძემ.