უერთდებიან თუ არა მმართველი ძალის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პარტიები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

27 ოქტომბერს მმართველი პარტია აქციას გამართავს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დემონსტრაცია მასშტაბური იქნება და მას ბევრი ადამიანი შეუერთდება. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს აქცია მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგაა მიმართული, ამიტომ „ვერსია“ დაინტერესდა, შეუერთდებიან თუ არა ამ პროტესტში მმართველ ძალას სხვა ოპოზიციური პარტიები. ეს კითხვა ლეგიტიმური თუნდაც იმიტომაა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველზე 14 ოქტომბერს მასშტაბური აქცია გამართა, სადაც მართალია, აქციის თანაორგანიზატორი არც ერთი სხვა პარტია არ ყოფილა, თუმცა აქციაზე ვიხილეთ არაერთი ოპოზიციონერი, რომლებიც შუერთდნენ ენმ-ის პათოსსა და მოთხოოვნას. ამიტომ დავინტერესდით, ხომ არ უცხადებს სოლიდარობას „ქართულ ოცნებას“ რომელიმე ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო დემონსტრაციაში? ჩვენმა კითხვამ რესპონდენტები ცოტა გაანერვიულა, თუმცა გასაკვრია, რატომ...

 „ვერსიას“ „პატრიოტთა ალიანსში“ განუმარტეს, რომ 27 ოქტომბრის აქციას არ შეუერთდებიან.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა კი კითხვაზე ასე გვიპასუხა:

„ეს საერთოდ რა კითხვაა?! რატომ გაგიჩნდათ ეგ კითხვა?! რატომ უნდა წავიდეთ ჩვენ „ქართული ოცნების“ აქციაზე? რა თქმა უნდა - არა!“

საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის, კომენტარი ასეთია:

„ეს არის ჩვეულებრივი დაპირისპირება არჩევნების წინ ორ პარტიას შორის. ჩვენ ამდენი ხანია, ვცდილობთ, რამენაირად შევინარჩუნოთ იდენტობა და გადავრჩეთ ამ უცნაურ ბრძოლაში. მთელი პრობლემა გვგონია ის, რომ ასეთი აქციებით მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიები. ქვეყანაში გაყოფილია ადამიანების ორი ჯგუფი, ისინი თითქმის ერთი და იგივე აზრზე არიან საკითხების უმრავლესობის მიმართ. ერთადერთი განსახვავება ამ უზარმაზარ ჯგუფს აქვს ის, ვინ მიაჩნიათ ნაკლებად საშიშად, რომ ანდონ სახელისუფლებო სისტემა, ერთ ჯგუფს ასეთად ივანიშვილი მიაჩნია, ხოლო მეორეს - სააკაშვილი“.