რა რაოდენობის საჩივარი შეიტანა საია-მ 2 ოქტომბრის არჩევნებზე და როდის სრულდება განხილვის ვადა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა კენჭისყრის დღის სხვადასხვა ეტაპზე. ასევე დაიწერა ბევრი საჩივარი, იმის გასარკვევად, თუ რა რაოდენობის საჩივარია დაწერილი და როდის სრულდება განხილვის ვადა, „ჰოთნიუსი“ დაუკავშირდა  საიას-ს :

 

_ რა რაოდენობის საჩივარი დაიწერა არჩევნების დღეს?

_კენჭისყრის დღეს, საიას სადამკვირვებლო მისიამ 130-მდე საჩივარი და შენიშვნა დაწერა.

_რა რაოდენობის საჩივრების გაუქმების პერსპექტივას ხედავთ?

_საია საჩივარს წარადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ხედავს სამართლებრივ პერსპექტივას. თუმცა, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ დავების განხილვა პრობლემურია. ამიტომ, ზუსტად ვერ ვიტყვით, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ოლქები.

_როდის უნდა დასრულდეს საჩივრების განხილვა?

_რაც შეეხება ვადებს - ოლქს საჩივრების განსახილველად აქვთ 4 კალენდარული დღე.

 როგორც საიას ოფიციალურ განცხადებაშია ნახსენები : საარჩევნო რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა უბნების დახურვის შემდგომაც. 

„ზოგ შემთხვევაში საიას დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა ხმის მთვლელების წილისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დარღვევა. რამდენიმე შემთხვევაში მათ საჩივარი შეიტანეს კომისიის წევრების წინააღმდეგ მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, როდესაც ისინი საარჩევნო უბანს ხმის დათვლის პროცესში ტოვებდნენ. ტენდენციის სახით გამოიკვეთა საოლქო საარჩევნო კომისიებში უბნებიდან ჩანაწერთა წიგნისა და ბიულეტენების დაულუქავი სახით მიტანა.

აღსანიშნავია, რომ დიდ ქალაქებში ხმის დათვლის პროცესი განსაკუთრებით დიდხანს გრძელდებოდა და, ამასთან, კომისიები დროულად ვერ ახერხებდნენ შემაჯამებელი ოქმების შედგენას.

საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შესწავლასა და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში). ორგანიზაცია გეგმავს საბოლოო ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეაფასებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე კენჭისყრის დღეს.

კენჭისყრის დღეს, ჩამოთვლილი დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა 130-მდე საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.“

  ავტორი:სალომე ნოზაძე