„მელიას შეუყენეს წყალი, სააკაშვილი საცოდავი პერსონაა“ - ვახტანგ ძაბირაძე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ენმ-ის ინტრიგები და კულუარები

 თათია გოჩაძე

 საქართველოს მთავარი ანუ ყველაზე მრავალამომრჩევლიანი ოპოზიციური პარტია, ბოლო დროს, დიდი მითქმა-მოთქმისდა განხილვის საგანი. საუბარიშიდაპარტიულ განხეთქილებაზე. როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და მისი პარტიული გუნდი ნიკა მელიას ადანაშაულებს, რადგან არაფერს აკეთებს სააკაშვილის გასათავისუფლებლად; რომ სააკაშვილის თემა მინავლდა და პროცესები აქტიურ ფაზაში არ გადადის... ვინაიდან დემოკრატიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ოპოზიციაში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობაა, აღნიშნული თემა საზოგადოების განსჯის საგანი გახდა... რამდენად რეალურია ბრძოლა მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას გუნდებს შორის? ვერსია ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

 - ვფიქრობ, პარტიაში მიდის ბრძოლა ძალაუფლების გადანაწილებისა და იერარქიაში შესაბამისი ადგილის მოსაპოვებლად. ზოგი ცდილობს, სააკაშვილის ფაქტორი გამოიყენოს ამ მიმართულებით და მიიჩნევს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ამ ფაქტორის გამოყენება, იგივე, მელიას წინააღმდეგ დაწყებული პარტიული ღონისძიებებისთვის იმიტომ, რომ ნიკა მელიამ არაფერი გაკეთა, რათა სააკაშვილი გამოსულიყო.

კიდევ, რა შეიძლება გაეკეთებინა? - ასე უნდა უპასუხოს მათ, ვინც ამბობს, რომ არაფერი გააკეთა.

მელია ამბობს, რომ არ აპირებს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, სხვა მხრივ, საპროტესტო აქციები, განცხადებები - ყველაფერი ეს მოსინჯა და უფრო მეტის გაკეთებას ვერავინ შეძლებს. ამიტომ, როცა მელიას აკრიტიკებენ, ძირითადად, ცდილობენ, სააკაშვილის ნდობა მოიპოვონ და სააკაშვილის მიმართ ერთგულება დაამტკიცონ ანუ ამით მომავალ არჩევნებში, გამსვლელ სიაში ადგილის მოპოვებას ცდილობენ.

- ესე იგი, ქულებს იწერენ სააკაშვილთან?

- დიახ, ოჯახს არ ვგულისხმობ, სადაც სხვა ფაქტორებია... პარტიაში კი სხვა დუღილი მიდის.

- შესაძლოა, რომ პარტიაში მიდიოდეს იდეოლოგიური ბრძოლა სტრატეგიის შესახებ და პარტიის ექსცენტრიული, რადიკალური ნაწილი პროცესების უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანას ითხოვდეს?

- დიახ, რა თქმა უნდა, ამას იყენებენ. ეს ტაქტიკური პოზიციაა და არა - იდეური. როგორ შეიძლება, სააკაშვილის გათავისუფლება, ან მისი საზღვარგარეთ გაყვანა - ეს ტაქტიკის თემაა, სტრატეგიულიც კი არ არის, რადგან ძალიან მოკლე დროში უნდათ ამის გაკეთება.

ახსენეთ, უფრო ექსცენტრიულ ნაწილი, კი, მაგრამ ეს რადიკალიზმი ხომ უკვე იყო და რაც გაკეთდა მელიას ლიდერობით, ახალი ტაქტიკით, კიდევ მეტი რა შეიძლებოდა, გაკეთებულიყო?

- სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, მელიას მიმართ უკმაყოფილებას პარტიული რეორგანიზაციაც მოჰყვა, როდესაც მაღალი თანამდებობები სააკაშვილის ე.წ. ფრთის წარმომადგენლებმა - კობა ნაყოფიამ და პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავეს, თუმცა როგორც ჩანს, ამააც არაფერი შეცვალა...

- ბავშვები არ არიან, 30 წელია, ამ ქვეყანაში ხელისუფლებებსა და ოპიზიციას შორის მუდმივი დაპირისპირებაა და რევოლუციურ ზღვარზე ვდაგავართ, მეტ-ნაკლები გამოცდილებაც დაგროვდა. მელიას შეუყენეს წყალი, ძალაუფლების გადანაწილება მოხდა, ნაყოფია, ცისკარიშვილი წამოვიდნენ, მაგრამ მათ რა უნდა გააკეთონ? რა შეუძლიათ  იმაზე მეტი, რასაც მელია აკეთებდა? - არაფერი.

ამიტომ ვამბობ, ესაა ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ცისკარიშვილი პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოვიდა და ეს ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში, ის გამსვლელ სიაში იქნება.

- მოკლედ, საკუთარი ადგილებისთვის ბრძოლაა პარტიაში, თუმცა რადგანაც დემოკრატიულ ქვეყანაში მნიშვნელოვანია, ძლიერ ოპოზიციურ პარტიაში იყოს ჯანსაღი პროცესები,  როგორ ფიქრობთ, ყველაფერი ეს სადამდე მივა? რა იქნება შედეგი?

- არ გამოვრუცხავ, რომ ნაწილი ჯგუფი ჩამოშორდეს ენმ-ს...

- მელიას გუნდს გულისხმობთ?

- თუნდაც... თუმცა ყველა ეცდება, მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ დღეს არსებული პოზიცია შეინარჩუნოს ნაციონალურ მოძრაობაში, რადგან ამ პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს, ხოლო თუ რომელიმე ჯგუფი გამოეყოფა ამ პარტიას, ისეთი რაოდენობის ელექტორატს ვერ წამოიყვანს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

ამიტომ ენმ-ის ელიტაში ყოფნა არის გარანტირებული მანდატი 2024 წლის არჩევნებში. შესაბამისად, ყველა იტყვის, სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთო, მაგრამ 200 000-კაციანი ზეიმი, როგორც სააკაშვილმა თქვა, არ იქნება.

- ბატონო ვახტანგ, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსია და როგორ ფიქრობთ, საპყრობილიდან ასე მარტივად უყურებს, როგორ იბრძვიან ძალაუფლებისთვის მის პარტიაში?

- ვერაფერს მოახერხებს სააკაშვილი. როცა ჩამოვიდა, ჩანდა, რომ სახიფათო პერსონა იყო ხელისუფლებისთვის. დღეს ის საცოდავი პერსონაა.

- რატომ?

- მეორე წრეზე წავედით, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ ჭკვიანი პოლიტიკოსია, ეს სადავო თემაა.

- თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- არა, რადგან ტალღა, როცა ის მოვიდა ხელისუფლებაში, იყო სხვა და იქ ჩარჩა... 2003 წელშია ჩარჩენილი, პოლიტიკა  კი ასეთ რამეს არ პატიობს.

- ე.ი. მიიჩნევთ, რომ თანამედროვეობას ფეხი ვერ აუწყო პოლიტიკაში?

- კი, 2013 წელს, სრულიად განსხვავებული პოზიციები უნდა დაეჭირა, როცა პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ის მოვიდოდა ისევ ხელისუფლებაში, მაგრამ მან არჩია მუდმივი შტურმი და ამასობაში შემოაცვდა იდეები, რეიტინგი და მივიღეთ ის, რაც დარჩა მისგან.

დღეს, საქართველოში დაპირისპირება და საპროტესტო ტალღა არ შედის ჩვენი პარტნიორების ინტერესებში. დღეს, „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის საქმეების გარჩევისთვის არ სცალიათ, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. ასეთივე განწყობაა მოსახლეობაშიც...

NDI-ს გამოკითხვა იყო საინტერესო იმ მხრივ, რომ დაეცა ენმ-ის რეიტინგი, „ოცნების“ საკითხი გასაგებია, მაგრამ, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისადმი უნდობლობაა დღეს საქართველოში, ნიჰილისტური დამოკიდებულებაა და როცა ამ ვითარებაში ცდილობ, საპროტესტო ტალღით რამეს მიაღწიო, თავშივე განწირული მცდელობაა.

გასაგებია, რომ ციხეში ჯდომა კომფორტი არაა, მაგრამ როცა ჩამოდიოდა, ხომ იცოდა, რომ ასე იქნებოდა? - ეს უნდა გაეთვალა.