სპორტული სამყარო რუსებს კოჭს უგორებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყველაფერი ეს, ბელორუსების ხელშეწყობით მოხდა, მსოფლიოში, პრაქტიკულად, ყველა სპორტულმა ფედერაციამ რუს და ბელორუს სპორტსმენებს სანქციები დაუწესა. მათ არ აქვთ ტურნირებში მონაწილეობის უფლება და თუ გამონაკლისს მაინც დაუშვებენ, ისინი გერბისა და ჰიმნის გარეშე ასპარეზობენ. რუსმა სპორტსმენებმა გამოსავალი ნახეს, გერბის ნაცვლად, მაისურებზე ასო Z უწერიათ, რითაც საკუთარი ქვეყნის აგრესიას მხარს უჭერენ. ახლა კი ირკვევა, რომ არაერთი სპორტულ;ი ფედერაცია მზადაა, შეზღუდვები მოხსნას. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოქმედმა თუ ვეტერანმა რუსმა სპორტსმენებმა ხმაური ატეხეს, აქაოდა, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთო.

შედეგად, არაფერთმა სპორტულმა ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 30 ივნისს გადახედავს (მანამდე აკრძალვები არ შეიცვლება) და გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მიიღებს, თუ რა მდგომარეობა იქნება იმ დროისთვის უკრაინაში. მეტიც, თუ მანამდე რუსეთი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს, სპორტსმენებს ყოველნაირი შეზღუდვა მოეხსნებათ. არადა, თავიდან საუბარი იყო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, აკრძალვები ძალაში 2024 წლამდე იქნებოდა, რათა რუსებს მწარედ ეგრძნოთ, რას ნიშნავს, როცა ქვეყანა არასწორად იქცევა. ახლა კი, 2024 წელს ვინ ჩივის, შეზღუდვების მოხსნას ზაფხულშივე აპირებენ.