ძიუდოისტები ევროპისთვის დაირაზმნენ, მაგრამ...

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

25-28 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოისტთა შორის, ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ლაშა გუჯეჯიანმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც კონტინენტის პირველობაზე გაემგზავრება და მოსალოდნელიც იყო, რომ ზაგრებში უძძლიერესი ძიუდოისტები წავიდოდნენ, თუმცა, როგორც ნაკრებისმწვრთნელი ამბობს, წამსვლელთაშორის შესაძლოაკორექტირებამოხდეს და ნაკრება მაგალითად ლაშა ბექაური გამოაკლდეს. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი პარიზის ოლიმპიადისთვის განსაკუთრებულად ემზადება და ეგებ, მისი არწაყვანა ტაქტიკურ სვლასთანაც იყოს დაკავშირებული, მეტოქეებმა მისი სტული ნაკლებად რომ შეისწავლონ. ცნობისათვის, ზაგრებში წარმომადგენელი არ გვეყოლება -60 კილოგრამში და ამის ხარჯზე, სამ წონაში 2-2 ძიუდოისტი გვეყოლება. ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

-66კგ.-ვაჟა მარგველაშვილი, -73კგ.-ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, -81კგ.-ტატო გრიგალაშვილი, -90კგ.-ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, -100კგ.-ილია სულამანიძე, +100კგ.-გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი.