„ვალენსიამ“ მამარდაშვილის შემცვლელი იპოვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გასულ კვირას, ესპანურმა გამოცემებმა, პრიმერადივიზიონში მოასპარეზე მეკარეების ფასები გამოაქვეყნეს და დაადგინეს, რომ დღეისთვის, ესპანური კლუბების ყველაზე ძვირადღირებული დარაჯი გიორგი მამარდაშვილია, რომლის ფასიც 35 მილიონი ევრო გახლავთ. ყველა ხვდება, რომ მამარდა „ვალენსიასთვის“ უკვე ძალიან დიდი ფუფუნებაა და ამიტომ, ზაფხულში, მის სარფიანად გაყიდვას შეეცდებიან. ის, რომ გიორგის გაყიდვას კლუბი სერიოზულად განიხილავს, იქიდანაც ჩანს, რომ „ღამურებმა“ „რაიო ვალეკანოს“ მეკარესთან, სტოლე დიმიტრევსკისთან კონტრაქტი უკვე გააფორმეს და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. დიმიტრევსკი კი, კონტრაქტს ხელს არ მოაწერდა, ძირითადში თამაშის გარანტია რომ არ ჰქონდეს და გუნდში მამარდაშვილის არსებობის პირობებში, ამის გარანტია არანაირად არ ექნება. გამოდის, რომ გიოს ზაფხულში აუცილებლად გაყიდიან, მაგრამ სად?

ფრანგული მედია ამტკიცებს, ზაფხულში, „პარი სენ ჟერმენი“ იტალიელ კიპერს, ჯანლუიჯი დონარუმას დაემშვიდობება, რადგან მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, მისი ასპარეზობით უკმაყოფილოაო და მის შემცვლელად, სწორედ მამარდაშვილს განიხილავენ. თანაც, არაბი შეიხის ხელში, ფრანგებს 35 მილიონი ევროს გადახდა არანაირად არ უნდა გაუჭირდეთ და თუ ეს ტრანსფერი განხორციელედება, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ გიორგის ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივი თამაშის შესაძლებლობა ექნება, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში, კლუბთან ერთად მოიგებს ყველაფერს, რისი მოგებაც კი შესაძლებელია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე