როგორ ამოვიცნოთ და ვმართოთ პანიკური შეტევა - ინტერვიუ ფსიქოთერაპევტთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი-გვანცა პეტრიაშვილი

გქონიათ შემთხვევა, როცა მოულოდნელად გული აგიჩქარდათ და ძლიერი შფოთვა იგრძენით, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა? პანიკური შეტევა შიშის ან დისკომფორტის ეპიზოდია, რომელიც იწყება უცბად, მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით. შესაძლოა, ამ სიმპტომებს არასტაბილური პულსი, ოფლიანობა და სუნთქვის გაძნელებაც ახლდა თან. პარალელურად, გულმკერდის არეში ბოჭვასაც თუ გრძნობდით, შესაძლოა, გეფიქრათ, რომ გულის შეტევა გაქვთ.
პანიკური აშლილობის მქონე ადამიანს, ხშირად, უიმედობა იპყრობს, ერიდება გარეთ გასვლას, მეგობრებთან ერთად გართობას, რასაც ცუდ შედეგებამდე მივყავართ.
პანიკური აშლილობის მართვა წარმატებითაა შესაძლებელი… თუ რა სიმპტომები ახლავს თან შფოთვებს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას, „ვერსია“, ფსიქოთერაპევტ ანა ოკრიბელაშვილს ესაუბრა:

-ანა, პირველ რიგში, გვესაუბრეთ ფსიქოთერაპიის მნიშვნელობაზე...
-ფსიქოთერაპია არის თერაპიული მეთოდი, რომელიც გამოიყენება, როგორც შფოთვების, ასევე ნევროზების და სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობების დროს რეაბილიტაციის თვალსაზრისით. შთოთვებსა და ნევროზს სერიოზული ფსიქოთერაპიული მიდგომა, ფაქტობრივად, ხსნის წამლის გარეშე, ეს არის ჩვეულებრივი მკურნალობის მეთოდი.

-ზოგადად, რა იწვევ პანიკურ შეტევას ან შფოთვას?
-პანიკური შეტევას და შფოთვას იწვევს სხვადასხვა გარემოება. მაგალითად- ადამიანი თვითონ არის განწყობილი სხვადასხვა ნევროზული აშლილობისკენ სტრესულ სიტუაციაში. ვინც არის განწყობილი პანიკური შეტევებისკენ, ასეთი ადამიანები ფსიქოლოგიურად გამოიყურებიან გამორჩეულად, ისინი ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. როდესაც მათ აკლდებათ გარემოდან ყურადღება, აკლდებათ თვითგამოხატვის უნარი საკუთარი პოტენციალის განხორციელების, ისინი გადადიან ნევროტულ სიტუაციაში, ამას უკვე გარემოებები იწვევს. შინაგანი დამოკიდებულება, გარემოში გამოხატული სტრესი, დაქვეითებული სტრეს-გამძლეობა და პანიკური შეტევების მიმართ განწყობა არის სომატიურადაც გამოხატული. ზოგ შემთხვევაში არის გულის პათოლოგიებიც და დაავადებებიც, რომლებიც თავისთავად იწვევს პანიკურ შეტევებს.

-რა სახით შეიძლება გამოვლინდეს პანიკური შეტევა? რა სიმპტომები ახასიათებს?

-პანიკური შეტევა არის სხვადასხვა სიმძიმის. მძიმე შემთხვევაში არის ჩასუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, აჩქარებული სუნთქვა. მთავარი მომენტები არის მოხრჩობის შეგრძნება, ბურთი ყელში და ადამიანი გრძნობს თითქოს ის უკვე კვდება და ძალიან ცუდად ხდება. კიდევ არის გულის ფრიალის, ხტომის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში, არის ძლიერი ოფლიანობა, სისუსტე, სხეულის არამყარი მდგომარეობა, გულის რევის შეგრძნება და ხშირი კუჭის აშლა. პანიკური შეტევის სიმძიმის მიხედვით სიმპტომატიკა არის გამოხატული, თუ მძიმეა პანიკური შეტევა მეტად ხშირად, თუ ნაკლებად მძიმეა პანიკური შეტევა ერთი ან ორი სიმპტომია გამოხატული,თუ ძალიან მძიმეა, ყველა სიმპტომი შეიძლება იყოს გამოხატული და ამ შემთხვევაში აუცილებლად თვითონ ავადმყოფები მიმართავენ სასწრაფო დახმარებას, რადგან აქვთ შეგრძნება, რომ ძალიან ცუდად ხდებიან.

-კოვიდის შემდეგ თუ გახშირდა მომართვიანობა?

-კოვიდის შემდეგ მომართვიანობა, რა თქმა უნდა, გახშირდა. კოვიდი პანიკურ შეტევებს არ ართულებს. ჩემი პაციენტები კოვიდის შემდეგ დაბრუნდნენ, როდესაც მოხსნილი ჰქონდათ პანიკური შეტევები იმიტომ, რომ მსგავსი სიმპტომები ქონდათ, მაგრამ ეს არ იყო პანიკური შეტევა, ეს იყო რეალური გამოვლინება, რადგან კოვიდის შემდეგ ადამიანს მეხსიერების დაქვეითება, აზროვნების შენელება, გულის აჩქარება, ოფლიანობა ისედაც აქვთ ხოლმე. კოვიდს აქვს თავის დამახასიათებელი ნევროტული გამოვლინებები.

-სიღრმეში შესულ სტადიას როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ? ზოგადად, მკურნალობის როგორი მეთოდია ეფექტური-მედიკამენტოზური თუ ფსიქოთერაპია?

-ჩვენთან მედიკამენტოზური მკურნალობა არ ხდება. ნებისმიერი სიძლიერის პანიკურ შეტევას ვმკურნალობთ სპეციალური მეთოდით, ეს არის რაციონალური თერაპია და ბოლოს შოკური თერაპია. ამ მეთოდიკით მე ყველა პაციენტი გამოყვანილი მყავს მდგომაროებიდან. რა თქმა უნდა, ზოგიერთის უმძიმესი ფორმა რემისიის მდგომარეობაშია გადასული და შემდეგ ისევ შესუსტებული პანიკა როცა არის, განმეორებით ფსიქოთერაპიას ვატარებთ. გვაქვს ასევე ძალიან კარგი ახალი მეთოდიკა, რომელიც ფანტასტიკურად მეხმარება ამ შემთხვევაში, ეს არის „ტომატისის“ თერაპია. ეს არის ყურსასმენებით სიხშირეების მიწოდება თავის ტვინისთვის. პირველალად ვატარებ დიაგნოსტიკას და პანიკური სიტუაციის მდგომარეობა სმენადობის ტესტის გამოვლინდება სხვადასხვა სიხშირეების დარღვევებით, ამ დარღვევებს ვასწორებთ „ტომატისის“ თერაპიით.
„ტომატისი“ იყო ფრანგი ოტოლარინგოლოგი, რომელმაც შეიმუშავა ეს აპარატის, რომელიც ააქტიურებს თავის ტვინის დაზიანებული ნეირონების მაგივრად, იმ ნეირონებს, რომლებსაც შეუძლიათ თავის თავზე აიღოს დაზიანებული ნეირონის ფუნქცია.

-ყველაზე დიდხანს რამდენ ხანს გიმკურნალიათ პაციენტისთვის და რა სიმპტომები ახასიათებდა?

-პანიკური შეტევების მქონე პაციენტებს, როგორც აღვნიშნე, ერთნაირი სიმპტომები აქვთ ზუსტად, რაც ჩამოგითვალეთ, ოღონდ სხვადასხვა სიძლიერით. მმკურნალობას ვიწყებთ პირველი 10 სეანსით. თავიდან ვიწყებ ნეიროლინგვისტიკურ პროგრამირებას, ვრთავ რაციონალურ ფსიქოთერაპიას და ბოლოს გავდივართ შოკურ თერაპიაზე იმიტომ, რომ შოკური თერაპიის თავიდანვე ჩატარება ვერ ხდება. როდესაც შოკურ თერაპიაზე გავდივართ, პაციენტს ეხსნება პანიკური შეტევის მდგომარეობა.
-ქალბატონო ანა, პაციენტმა როდესაც იმკურნალა, შესაძლებელია, კვლავ განმეორდეს პანიკური შეტევები?
-პანიკურ შეტევა, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ სტრეს ფაქტორით, რაც პაციენტმა განიცადა. მსგავსი სტრესი პაციენტმა თუ მიიღო, შეიძლება კიდევ განმეორდეს, მაგრამ სუსტი ფორმით, ამ დროს პაციენტს უკვე შეუძლია მართვა ამ მდგომარეობის.

-რის გაკეთება შეგვიძლია პანიკური შეტევის დროს, თუ სახლში მარტო ვართ და ვერავინ დაგვეხმარება?

-აუცილებლად პაციენტი უნდა შეეცადოს წამოდგომას, უმეტეს შემთხვევაში ისინი წოლით მდგომარეობაში იმყოფებიან. უნდა დაიწყოს მცირედი მოძრაობები, თავის მოძრაობა, გვერდზე გაწევა, უნდა ეცადოს გადაიტანოს ყურადღება. პანიკა არის ფიქრები, პანიკური ფიქრი იწვევს იმას, რომ ვითომ ის კვდება. ხშირ შემთხვევაში ვურჩევ, რომ ცხელი და ცივი შხაპის ერთდროულად მიღებას, ანუ გამოფხიზლების მდგომარეობა, რომ მივიღოთ. როგორც კი მოძრაობა შესაძლებელი ხდება, მათ ნელ-ნელა ეხსნებათ ეს პროცესი.

-რა ტიპის შედეგს იძლევა თერაპია? ერთდჯერადია და მხოლოდ იმ მომენტში ვიღებთ შედეგს თუ ვსწავლობთ მართვას და ხანგრძლივი შედეგი აქვს?

-თერაპიის პროცესში პაციენტი თვითონ დაძლევს ამ მდგომარეობას. პაციენტს თუ უმეორდება შეტევა, ჩვენივე მიზანია სტრეს გამძლეობის გამომუშავება, ამიტომ პანიკა აღარ ვლინდება იმ სიძლიერით, რაც საწყისს ეტაპზე იყო.