რა სერვისებს სთავაზობს საქართველოში სახელმწიფო და კერძო სექტორი უკრაინის მოქალაქეებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ტიპის სერვისები უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი.

„ვერსია“ გთავაზობთ სიას, სადაც თავმოყრილია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების და სამოქალაქო/კერძო სექტორის მიერ გამოჩენილი ინიციატივები უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად.

 

დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებისგან:

-საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს. ასევე, უკრაინის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, უფასო იქნება COVID-19-ზე ტესტირება, კოვიდ კლინიკებში მკურნალობა და COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

-უკრაინის მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი-144–3, რომელიც სამედიცინო სერვისებთან ერთად მათი სხვა საჭიროების შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს და შესაბამის უწყებებს მიაწვდის. დახმარების პაკეტით სარგებლობა შეუძლიათ იმ უკრაინელ ტურისტებს, რომლებმაც საზღვარი 1-23 თებერვლის პერიოდში გადმოკვეთეს.

-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს საქართველოში უკრაინიდან ჩამოსულ სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.

-საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

თბილისის მერია უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა უფასო სერვისს სთავაზობს:

-უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით რკინიგზის ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ.

 

სამართლებრივი დახმარება:

-,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სთავაზობს უფასო სამართლებრივ დახმარებას.

-,,უფლებები საქართველო” საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

 

ფსიქოლოგიური კონსულტაცია:

-ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო ცენტრ "ჰარტში" მზად ვართ, უფასო ფსიქოლოგიური დახმარება გავუწიოთ თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს.

-საკონსულტაციო სივრცე, მენატალური წონასწორობის აღსადგენად - ,,ჰასტია" უფასო კონსულტაციას გაუწევს როგორც საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ისე უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ტელ:552 221-221

სამედიცინო დახმარება:

-უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა “რეიმანი” გაუწევს.  დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულზე: https://www.products.tbcinsurance.ge/forukrainians

-ევექსის ჰოსპიტლების უფასო სამედიცინო მომსახურება ქსელის 18 ჰოსპიტალში.

-100 ლარიანი ვაუჩერი აქვს უკრაინის ყველა მოქალექეს (ბავშვებსაც) „ფარმადეპოს“ და „ჯიპისის“ ქსელში. მხოლოდ პასპორტის წარდგენაა საჭირო.

-უკრაინელი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო მოუწიათ საქართველოში დარჩენა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის მასშტაბით ხელმისაწვდომია უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმების კონსულტაცია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა (დაგვიკავშირდით ნომერზე 0322505222).

-ციფრული ჯანდაცვის პლატფორმა EKIMO უკრაინის მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.

-კლინიკა ,,ჰებე'' მზადაა უსასყიდლოდ გაუწიოს გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს.

-„მეგალაბს“ აქვს სამედიცინო სერვისები უფასო უკრაინის მოქალაქეებისთვის

-Parents organization for type 1 Diabetes მზადაა, საქართველოში დარჩენილ ინსულინდამოკიდებულ უკრაინელებს გაუწიოს დახმარება და საჭიროების შემთხვევაში შეიფარონ საკუთარ შვილებთან ერთად.

-ქალთა გინეკოლოგიური კლინიკა Medicare Georgia უსასყიდლოდ გაუწევს კონსულტაციას და მოემსახურება უკრაინის მოქალაქეებს თბილისში.

-სამედიცინო პლატფორმა MED ROOM / მედ რუმი დიდ სამედიცინო გუნდთან ერთად მზადაა და ეხმარება ონლაინ და პირადი კონსულტაცია / კვლევებით უკრაინის მოქალაქეებს.

-Dentoni-დენტონი სტომატოლოგიური კლინიკა მწვავე, გადაუდებელ შემთხვევებზე უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გავუწევთ უკრაინელ მეგობრებს

-სტომატოლოგიური კლინიკა DENS • დენსი უსასყიდლოდ ემსახურება უკრაინის მოქალაქეებს.

 

 სასტუმროში განთავსება/ჰორეკა სექტორი:

-საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს „მაკდონალდსი“ უფასოდ გაუმასპინძლდება. უფასო კვებისთვის მხოლოდ ბავშვის პასპორტის წარდგენა იქნება საჭირო. 

-ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ სასტუმროში განთავსებას უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს ნომერზე: (0322) 444-444.

-კურორტი “საირმე”:უკრაინის მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს სასტუმროებში განთავსებას.

-SEU: საერთო საცხოვრებელში, 30-მდე უკრაინელ ტურისტს უმასპინძლებს და სრულად უზრუნველყოფს აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობებით (კვება და ა.შ.)დეტალური ინფორმაციისთვის:+995 599 159 691

-სასტუმრო საფირი ბაკურიანი • Hotel Sapphire Bakuriani მასპინძლობს უკრაინის მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ.

-Orbeliani Residence Hotel 15 უკრაინელ სტუმარს უმასპინძლებს.

-რესტორანი მაყაშვილებთან • Makashvilebtan 50 % ფასდაკლება

-Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

-ოთახი #2 მზად არის საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს უფასო საკონდიტრო ნაწარმითა და ცხელი სასმელებით გაუმასპინძლდეს.

-PIPES burger joint at Fabrika • პაიპს ბურგერ ჯოინტი ფაბრიკაში  უფასოდ უმასპინძლებს უკრაინის მოქალააქეებს.

-"ტრაპეზარეა" უფასო საკვებით გაუმასპინძლდება უკრაინის მოქალაქეებს.

-Brotplatz • ბროტპლატცი უსასყიდლოთ გაუმასპინძლდება უკრაინის.

-Nunisi Forest Hotel/ კურორტი ნუნისი- უმაპსინძლებს ოჯახს, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გამო უკრაინაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

-Restaurant Guda • რესტორანი გუდა თბილისი-ყაზბეგის გზაზე უფასოდ მიაწვდის საკვებს უკრაინის მოქალაქეებს.

 

სამუშაო სივრცე:

-Collider • კოლაიდერი უკრაინის მოქალაქეებს, ვინც საომარი მოქმედებების გამო თავის ქვეყანაში ვერ ბრუნდება და სჭირდება სამუშაო სივრცე, მეგობრული გარემო, ყავა/ჩაი და მხარდაჭერა, გელოდებით ჩვენთან კოლაიდერში! ნინო რამიშვილის #6; +995 500 500 405

გადარიცხვები/საბანკო მომსახურება:

-Liberty Bank: უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საკომისიოები აღარ დაწესდება.

-ფულადი გზავნილების კომპანია ინტელიექსპრესით საკომისიოს გარეშე გააგზავნით თანხას უკრაინაში საქართველოდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან და თურქეთიდან.

 ამანათების გაგზავნა:

-„საქართველოს ფოსტა“, უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიიღებს და უსასყიდლოდ გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.

-ჰუმანიტარული ტვირთვის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს საქართველოს მასშტაბით.

 

 განათლება:

-International House Tbilisi: უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ ისწავლონ.  საკონტაქტო ინფორმაცია This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ; 599 53 66 11

- საბავშვო ბაღი “ოქროყანა” მზად არის სრულიად უსასყიდლოდ, მიიღოს საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ტურისტების ოჯახების შვილები.

-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს სხვადასხვა ტიპის დახმარებას სთავაზობს, მათ შორის საერთო საცხოვრებელს და უფასო სასერტიფიკატო კურსებს.

-საქართველოში მყოფი 7 დან 11 წლამდე უკრაინელ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ ივარჯიშონ საფეხბურთო სკოლა სელერო-ს შესაბამის ასაკობრივ გუნდებში.

-ახალი ქართული გიმნაზია წერს, რომ უკრაინიდან გამორიდებულ ბავშვებს საგანმანათლებლო მომსახურებას უფასოდ გაუწევენ.

 

დასაქმება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 3 პოზიციას უკრაინელი აკადემიური პერსონალისთვის, რომლებსაც სურთ ჩაატარონ ლექციები და ჩაერთონ სხვა აკადემიურ აქტივობებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ სფეროებში:

○     უკრაინული ენა;

○     უკრაინის ისტორია და კულტურა;

○     უკრაინის პოლიტიკა და საზოგადოება;

○     უკრაინის უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები.

 

-„ბიბლუსი“ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დასაქმებას სთავაზობს ღია პოზიციები გვაქვს შემდეგ დეპარტამენტებში:

○     მარკეტინგის დეპარტამენტი

○     კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტი

○     ანალიტიკის დეპარტამენტი

○     ქსელის თანამშრომელი

მსურველებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

-„არდის“ გუნდში სამუშაოდ იწვევენ საქართველოში დროებით მყოფ უკრაინელ დეველოპერებს. სასურველი პროგრამირების ენები:

○React / React Native

○ PHP / Laravel

○ VueJS / Vuex 

-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ მოსწავლეებისთვის სწავლების გამოცდილება, აცხადებს კონკურსს საკვირაო სკოლის მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე. კურსები სრულად დისტანციურ ფორმატში განხორციელდება, ამიტომ შერჩეული პირები შეძლებენ პლატფორმა ზუმის გამოყენებით წარმართონ კურსი და სასწავლო პროცესი. 

 

სტატია მომზადებულია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ შედგენილი სიის მიხედვით და ასევე სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სიაში სრულად არ არის თავმოყრილი კერძო სექტორის მხრიდან გაწეული დახმარებები უკრაინის მოქალაქეების მიმართ და ის მუდმივად განახლებადია.

ავტორი: ია გრიგალაშვილი