მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კინომსახიობი ელგუჯა ბურდული 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან - "უძინართა მზე".

მსახიობს მინიჭებული ჰქონდა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 

ბიოგრაფია

ელგუჯა ბურდული დაიბადა ქალაქ თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1958-1959წწ. იყო მაშველი თბილისის ზღვაზე; 1961-1964წწ. საქართველო სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი; 1964-1984წწ. ოპერატორი; 1984 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ბეღურების გადაფრენა"(1977), "მაცგი" (1979), "მოცურავე" (1980), "მოქცევა" 1982), "გარიგება"(1984, რუსეთი), "უძინართა მზე" (1992) და სხვ. მიღებული აქვს კინოფესტივალ "Созвездие"-ს მთავარი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1992), პრემია "ნიკა"(რუსეთი), მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "უძინართა მზე" (1993), საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი, "საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის" აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2000). 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
მონადირეთა კავშირი, წევრი
რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია "ნიკა", წევრი (1993-)
რუსეთის კინომსახიობთა გილდია, წევრი (1999-)
საზოგადოება "არაგველი", წევრი
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე

 

 ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მსახიობის ოჯახს!