19 წლის ქართველს, რომელმაც ათენის სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

19 წლის ქართველს, რომელმაც ათენის კიფსელის საჯარო სკოლაში მოსწავლე და დირექტორი დაჭრა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბერძნული მედიის ცნობით, დანაშაულის მოტივი ბრალდებულის უმცროსი ძმის თანასკოლელთან კონფლიქტი გახდა.

"თავში დამარტყა, საკლასო ოთახში და შემდეგ გარეთ, კიბესთან... მან დირექტორიც დაჭრა. თავდამსხმელის ძმა ჩემი კლასელი არ არის, ის სხვა კლასში სწავლობს.." - აცხადეს დაშავებული არასრულწლოვანი.

დაკავებული ქართველი დუმილის უფლებას იყენებს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა სკოლის დირექტორი დანით დაჭრა, ხოლო მოსწავლეს ჩაქუჩი დაარტყა.