ყველაზე ძვირფასი ნიშნობის ბეჭედი მერაიას აქვს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მერაია ქერის ნიშნობის ბეჭედი, შოუ-ბიზნესის ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებულ საიუველირო ქმნილებად დასახელდა. მომღერალს ბეჭედი ყოფილმა საქმრომ, ავსტრალიელმა მილიარდერმა ჯეიმს პაკერმა აჩუქა. 35-კარატიანი ბრილიანტისთვლიანი სამკაული პაკერს 10 მილიონი დოლარი დაუჯდა. წყვილმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნო და მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. ისინი დაქორწინებას აპირებდნენ, თუმცა საქმე აქამდე არ მისულა. პაკერი და ქერი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ, ნიშნობის ბეჭედი კი, გრძნობების სამახსოვროდ, მერაიამ დაიტოვა. მომღერლის ერთ-ერთი ბიზნეს-მენეჯერის თქმით, მოგვიანებით, 2018 წელს, ქერიმ ის 2.1 მილიონ დოლარად მიჰყიდა იუველირს.